13, დეკემბერი 2017 17:04:00
ახვლედიანის ქუჩაზე გაზის აფეთქების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 128 000 ლარი შეადგინა. ბათუმის მერის მოადგილის განმარტებით, დაზარალებული 9 ოჯახის გარდა, სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს 45 ოჯახის საცხოვრებელ სახლს. მათ შორის ერთ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. „ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ დაიწყება. დაზარალებული ოჯახები დროებით თავშეფარს ეძებენ. მერია მზადაა თითოეულს თვეში ქირის სახით 500 ლარი გადაუხადოს. ნაწილი ამბობს, რომ რთულია აღნიშნული თანხით საკმარისი ფართი დაიქირაონ. რა ტიპის დახმარება გაეწევათ იმ კორპუსში მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, როგორც მერიაში ამბობენ, ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული.